ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "ქართველები ევროპის მიღმა" და ამჯერად ყველაზე მსუყე ლუკმას, ყაზახეთის პრემიერლიგას წარმოგიდგენთ.

მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, ყაზახეთი ევროპაა თუ აზია. ყაზახეთის დასავლური ნაწილის ევროპის კონტინენტზე განლაგება ქვეყანას გარკვეულ სიკეთეებს აძლევს. სხვა მხრივ კი, ყაზახეთი აზიური ქვეყანაა, დაწყებული ხალხიდან და დამთავრებული კულტურით.

ცალკე თემაა ის, რომ ყაზახეთი უეფას წევრია და ჩვენდა სამწუხაროდ, მათმა საკლუბო ფეხბურთმა ისეთ მანძილზე ჩამოგვიტოვა, დაწევას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა.

დღევანდელი მდგომარეობა
ასეთია ქართულ ფეხბურთში: ვინც შეთავაზება მიიღო ყაზახეთიდან, ყველა წავიდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ის რად ღირს, 7 ქართველი თამაშობს იქ და ამათგან სამი ნაკრების შეუცვლელი წევრია.

მეც, როგორც სპორტული ჟურნალისტი, ყაზახურ გამოცემებში რეზიუმეებს ვაგზავნი, ამდენი ქართველი თამაშობს იქ, კიდევ რამდენი ითამაშებს და ერთი ქართველი ჟურნალისტი არ სჭირდებათ?

სულ ბოლო ტრანსფერი "აქტობეში" განხორციელდა, ჯაბა ჯიღაურმა ევროპა ლიგიდან პრემიერლიგაში გადაინაცვლა. "აქტობე" წინა სეზონში გასავარდნ ზონას 3 ქულით ასცდა და მე-9 პოზიცია დაიკავა. 

"აქტობე" 51 წლის კლუბია და რუსი ვლადიმირ მუხანოვი წვრთნის. ამ სეზონში ამ კლუბში გადაინაცვლა ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიამ, რომელიც წარმოშობით ქართველია.

ყაზახური კლუბი ქართული გუნდებისთვის უხერხული მეტოქეა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე დამარცხებული ჰყავს ორი მატჩის ჯამში: 2010 წელს "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს "ტორპედო" (1:0, 1:1) და 2014 წელს "დინამო" (3:0, 1:0).

კლუბი ამავე სახელობის ქალაქის გუნდია, მოსახლეობა 371 546. თამაშობენ ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 13 200 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

"ყიზილ-ჟარი" წინა სეზონში პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდა და ამ სეზონში უმაღლესში დაწინაურდა. ჰოდა, ამ კლუბმა არც აცია, არც აცხელა და ქართველები დაიმატა.

ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდნილ "ოკჟტეპესიდან" - გოგიტა გოგუა, გორის "დილადან" - გიორგი ფოფხაძე და უზბეკური "ოლმალიქიდან" - შოთა გრიგალაშვილი.

კლუბს 50-წლიანი ისტორია აქვს და სხვათა შორის, 2014 და 2015 წლებში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ქართველი დავით ჩაგელიშვილი იყო 10-10 გოლით. კლუბს ამჟამად ბულგარელი ნიკოლა სპასოვი წვრთნის.

კლუბის სტადიონი "ქარასაი" 11 000 ადამიანს იტევს და ქალაქ პეტროპავლშია, რომლის მოსახლეობა 201 446 ადამიანია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ლაშა კასრაძე "სამტრედიიდან" "ჟეტისუში" აღმოჩნდა, რომელმაც წინა სეზონში პირველი დივიზიონი მოიგო და პრემიერლიგაში იასპარეზებს ამ წელს.

"ჟეტისუ" 37 წლის კლუბია და ქალაქ ტალდიყორღანში ასპარეზობს, რომლის მოსახლეობა 129 960 ადამიანია. კლუბს პატარა სტადიონი "ჟეტისუ არენა" აქვს, რომელიც 4 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირსა და ჯაბა კანკავაზე ბევრი დაგვიწერია, ორივე კოსტანაის "ტობოლის" ღირსებას იცავს, რომელიც წინა სეზონში მე-5 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება "ტობოლს", ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კოსტანაის გუნდია, სადაც 231 906 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის უმეტესობა რუსია. კლუბი 1967 წელს დაარსდა და უეფას რეიტინგში 313-ე ადგილზეა.

კლუბის სტადიონი 8 050 მაყურებელს იტევს. მწვრთნელი ვლადიმერ ნიკიტენკოა. "ტობოლს" ერთადერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული (2010 წელს) და მას შემდეგ საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილზე გასვლაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
სულ ფული და ფული,ხორვატიას თურმე ამდენიც რომ არა აქვს,სამაგიეროდ კაცობა აქვთ,ხო მართლა ფულის გამო ბავშვები ვერთამაშობენ,პატრონიანი თუ ხარ,ხეპრეც რომ იყო მაინ გათამაშებენ,მოკლედ ფული არა აქვს ფეხბურთელებს და ფულს ჭამენ ,,სიკეთის"მესვეურები.
ნანა
01:18 22-07-2018
0
ეგ დრო ცავიდაო რომ ამბობთ...კი არ ცავიდა ჩვენ ვერ ვითარდებით..არ გვყავს მწვრტნელი განატლებული, ფსიქოლოგი ხომ ზედმეტია სერტოდ, ექიმი ჩვენ არ გვყავს და აქედან შედეგი....
eduard zarandia
14:10 15-07-2018
0

სიახლეები პოპულარული