"ამერიკაში ფეხბურთი დიდი ემოციებითა და შესანიშნავი მომენტებით დაბრუნდა. ჩვენ ვნახეთ "გელექსის" პირველი გამარჯვება და "ტორონტოს" მარცხი.
მაგრამ ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, "სან ხოსეს" შეხვედრაა. ვაკო ყაზაიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
მან ჯერ დენი ჰოსენს ასისტენტობა გაუწია, შემდეგ თავად გაიტანა და ბოლოს ისევ ჰოსენს გაატანინა. ის პირველი ტურის ნამდვილი MVP-ია", - წერია საიტზე.