ხოჭოლავამ ქართველების "ვორსკლასთან" მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში "შახტარმა" პოლტავაში" დაამარცხა "ვორსკლა" 3:0.

დონეცკელთა მცველმა დავით ხოჭოლავამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეგახსენებთ, წინა ტურის მატჩი მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

"ვორსკლას" სასტარტოში იყო სანდრო კობახიძე და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე. ამ უკანასკნელმა 67-ე წუთზე მარლოსი მოცელა და დაზარალებულმა თავად შეასრულა ზუსტად თერთმეტმეტრიანი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მშვენივრად წაუვიდა საქმე, უცნაური რამე კია ფეხბურთი, ამ ბიჭმა თითქოს მოულოდნელად აკრიფა, ხოლო არაბიძისგან ყველა გაბრწყინებას ელოდება და ამ დროს სკამზეც არ სვამენ.
Lagashi
01:18 10-03-2018
0
ბრავო ხოჭოლავას, ძაან მაგარი ბიჭია. შახტარის ძირითადს რომ უშინაურდები, ესეიგი ნიჭიერი და პროფესიონალი ხარ. წარმატებები!
Georgian
03:07 10-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული