"ლუცერნის" მწვრთნელი: ვაკო გვილია კრეატიული მოთამაშეა

AutoSharing Option
საიტი Luzernerzeitung.ch "ლუცერნის" ქართველი ნახევარმცველის, ვაკო გვილიას "ბაზელთან" წარმატებულ მატჩს ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ლუცერნმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ბაზელი". გამარჯვების გოლის ავტორი კი გვილია გახდა.

"ბაზელი არადამაჯერებელ თამაშს განაგრძობს და მოქმედი ჩემპიონი ამჟამად "ლუცერნში" დამარცხდა, გამარჯვების გოლი კი ქართველმა ვაკო გვილიამ გაიტანა.

მისი გვარი "ლუცერნის" გულშემატკივრებმა ხმამაღლა პირველად დაიძახეს, რადგან ეს ვაკოს პირველი გოლი იყო. გვილია არის ფეხბურთელი, რომელსაც გამწვავებაც შეუძლია და კარგი პასების დარიგებაც.

ის "ლუცერნის" შემადგენლობაში ბატე-დან მოვიდა და შვეიცარიული გუნდის მწვრთნელი მის შესახებ
ამბობს, რომ ის კრეატიული ფეხბურთელია და კარგი პასების გაკეთება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული