ქართველების "ბალმაზუივაროში" ფაქტიურად უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატზე კარგად ვერ მისდის საქმეები ქართველების "ბალმაზუივაროშს", რომელიც 10 მარტს ბუდაპეშტში ლიდერ "ფერენცვაროშთან" განადგურდა (0:5) და 23 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა ლაშა შინდაგორიძემ, ირაკლი მაისურაძე სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბაჩანა არაბული განაცხადში არ ყოფილა.

სამაგიეროდ "ბალმაზუივაროში" წარმატებით ასპარეზობს თასზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კენჭისყრისას უმართლებს და ჯერჯერობით ქვედალიგელებს ეთამაშა - 1/8 ფინალში მე-2 ლიგის "დიორ ეტოს" სძლია, დღეს კი 1/4 ფინალის პირველ მატჩში სახლში ასევე მე-2 ლიგის "ბეკესშაბა" დაამარცხა
(5:0) და 4 აპრილს ჩასატარებელი განმეორებითი თამაში ოდენ ფორმალობაღა იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში არაბული განაცხადში ისევ არ იყო, შინდაგორიძე 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მაისურაძე კი სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულ ენასთან, როგორ ხართ? - ფაქტიურად თუ ფაქტობრივად?!
გელა
12:50 15-03-2018
0

სიახლეები პოპულარული