ემოციური კადრები - რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას დღეს პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

მანამდე კი ნეაპოლში წინა ღამით ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.

ხვიჩა გუშინვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და სტაფს და დღეს როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზში ელიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
უდავოდ კარგი ფეხბურთელია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ოპერატორს ვინც გადაუღო შუქი არასწორი კუთხით რომ ეცემა ხვიჩას არ უნდა თქვას?ეს მაგონებს დორბლიანი მიშიკოს დროს პიარის გასაკეთებლად ტელევიზიებს რომ წაასხამდა წინასწარ,ისე არც ეს მამამარჩენალიც აკლებს ესეთ სირობებს იყავი ის ვინც ხარ!
ალბერტა
10:36 16-01-2025
4
ბრავო, უმაგრესი ჟესტია
კახა ქ.
07:36 16-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული