განსაკუთრებით ნურც იმაზე ვინერვიულებთ, ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილი რომ გაბრაზდა. აბა, გახარებოდათ?! მთავარია, კვარაცხელია არ
პსჟ-ში დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ვიღაც იტყვის, სხვადასხვა ასაკსა და სიტუაციაშიო, თუმცა მაინც. მხოლოდ რონალდინიო და მესი საკმარისია. უფრო ადრეც აქ კარგი დრიბლიორი იყო - ჟინოლა.
მთავარი სიხარული ხვიჩას ნეაპოლურ კარიერაში - ჩემპიონობა
ბოლო წლებში მთავარი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, ახალმა გუნდებმა მოიგეს. მათ შორის პსჟ არ ყოფილა. არადა, ასე ახლოს იყოს, ფინალში დამარცხდნენ. გუნდი ამისთვის რას არ აკეთებს - ნეიმარის "ბარსელონასთვის" "წართმევაც" ამას ემსახურებოდა და კილიან მბაპეს კონტრაქტის ამოწურვამდეც აქ ყოფნა. "ნაპოლისა" და პსჟ-ს სატრანსფერო გადაკვეთა აქამდეც არაერთხელ ჰქონია - ედინსონ კავანის გასხვისებით იტალიურმა კლუბმა დიდი ფინანსური ხეირი ნახა.
საერთოდ, დე ლაურენტისი ცდილობს, ფეხბურთელს მაშინ გამოეთხოვოს, როცა ფორმის პიკშია და სატრანსფერო ფასი მაღალი აქვს. ხვიჩას შემთხვევაში ასეთი პირველი სეზონის შემდეგ იყო, სადაც მისი გასხვისება არ მოინდომეს, ახლა კი მაინც შეძლეს, მისგან მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიეღოთ და გუნდში არ "გამოუკეტავთ". მომავალი თანაგუნდელი, ესპანელი ფაბინ რუისი ისაა, ვინც მანამდე ამ ორ კლუბს შორის ბოლო კავშირი იყო.
"ნაპოლის" ბოლო დიდების მთავარი შემოქმედები აქ აღარ იქნებიან
რა ხდება ახლა პსჟ-ს თავს? - გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოეწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.
პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.
მოცემული სტატისტიკა იმასაც ამბობს, გუნდს ცენტრფორვარდებში არ ულხინს(იქნებ ეს ამბავი ოსიმენმა მოაგვაროს). კოლო მუანი გუნდიდან მიდის, გონსალო რამოშის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 გოლია. აქ კიდევ ერთი გარემარბის მისვლის შემდეგ უფრო მეტად ვარაუდობენ, ლუის ენრიკე ე.წ. ცრუფორვარდით ხშირად ითამაშებს, ეს ფუნქციები კი "კვარასაც" დაევალება, ბევრჯერ ის ყველაზე წინ აღმოჩნდება. გარკვეულწილად, ჩვენებური ამას ნაკრებშიც შეეჩვია და შემდეგ გუნდშიც. ესპანელ მწვრთნელს ახლა იმის ფუფუნება არ აქვს, ბარკოლა სკამზე დასვას. არადა, ბოლო პერიოდი მას იდეალური ნამდვილად არ აქვს.
რაც შეეხება დემბელეს, ის "ბარსელონას" გულშემატკივრებს გარკვეული მიზეზების გამო არ უყვართ. აქაურობას კარგად შეეწყო. იმდენად, რომ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ასენსიო ყველას დაავიწყდა - კიდევ ერთი გარემარბი ღრმა თადარიგშია.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა
ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უკვე შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათამხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს - 22 იანვარს "მანჩესტერ სიტი"(კვარაცხელია აქ იქნებ განაცხადში ვნახოთ) და "შტუტგარტი". მწვრთნელს სიახლის იმედი ექნება, იმ ქართველი ფეხბურთელის, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას რომ შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...
ქართველი გულშემატკივრები ახლა პარიზელთა ყველა შეხვედრაში "გადაეშვებიან", სადაც ხვიჩას ბევრს საგოლე შანსსა და ლამაზ ეპიზოდებს ველით, მაგრამ რამდენიმე აფიშა განსაკუთრებული იქნება. ასეთია 9 თებერვალს "მონაკოს" მასპინძლობა (12 თებერვალს "კვარა" 24 წლის გახდება) და 23-ში გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" სტუმრობა. არ დაგვავიწყდეს "ჟორჟის" ინცინდენტიც პსჟ-ს მეკარე დონარუმასთან; ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" გასვლითი შეხვედრა 30 მარტსაა ჩანიშნული, მანამდე კი სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიანი დაპირისპირება გველის; 16 მარტი - პსჟ "მარსელის" წინააღმდეგ!..
15 ივნისიდან "კვარას" მომავალი გუნდი ასევე ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება. მადრიდის "ატლეტიკოს" პასადენას ლეგენდარულ არენაზე (92 542 მაყურებელი) შეხვდებიან, ისევე როგორც "ბოგაფოგოს", სიეტლში კი ადგილობრივ "საუნდერსს" დაუპირისპირდებიან.
თბილისის "დინამო", "რუსთავი", მოსკოვის "ლოკომოტივი", "რუბინი", ბათუმის "დინამო", "ნაპოლი", პსჟ - მიდი, ხვიჩა, წინ, ახალი გამოწვევევისკენ!..
პსჟ არის გრანდი და ნაპოლიზე სამჯერ უკეთესი შემადგენლობა ყავს. თუ მანდ გაამართლა გზა ყველგან ხსნილი ექნება.
ერთმნიშვნელოვნად კარგი ამბავია.
აი სეზონის დასაწყისში ვიძახდი რომ უნდა დარჩესო, რომ კონტე მაგაზე ააწყობს თამაშს, ცრუ 10ზე ითამაშებს და მაგარ დუეტს შეკრავს ლუკაკუსთანო. მაგრამ თაფლობის თვე რომ მორჩა, სადაც მართლა მაგრად უბერავდა და ეტყობოდა მონდომება და წინსწვლა, სულ სხვა სურათი მივიღეთ. მივიღეთ ის სურათი რომ მაკტომინეი იყო გაცილებით ახლოს ლუკაკუსთან და კვარას ხშირად დაცვის დაზღვევა უწევდა ფლანგზე.
მე როგორც მესმის, სეზონის დაწყების წინ კონტემ გარანტიები მისცა კვარას რომ იგი იქნებოდა წამყვანი შემტევი მის სქემაში, მაგრამ მერე მაკტომინეი რომ ჩაესვა გუნდში, ეგ სქემა შეიცვალა. და უკვე ხშირ შემთხვევაში ნერეშის დაყენება დაიწყო, რომელიც უფრო წმინდა ტიპის გარემარბია ვიდრე კვარა, რომელიც უფრო ფართოდ თამაშობს, როცა კვარა ხშირად ცენტრისკენ იწევს.
პლუს ამას სასაცილო ხელფასი (რეალურად სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ტრანსფერმარკზე ლაუტაროს შემდეგ) და ყველაზე დაბალანაზღაურებადი, და დე ლაურენტისის შავი პიარი.
მოკლედ სწორედ მოიქცა. მთავარია ეხლა პსჟ-ში ჩაჯდეს საკაიფოდ.