ლაშა შინდაგორიძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
მადიართა პირველობის 24-ე ტურში ქართველების "ბალმაზუივაროში" საკუთარ მოედანზე ბუდაპეშტის "ვაშაშს" დაუზავდა (1:1).

ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა ბაჩანა არაბულმა, ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლაშა შინდაგორიძე ძირითად შემედგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრულმა პორტალმა csakfoci.hu-მ ლაშას ასპარეზობა გამოარჩია და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ნახევარმცველი კარგად აკონტროლებდა ბურთს ცენტრში და მარცხენა ფლანგიდან სწრაფ იერიშებს იწყებდა.

"ბალმაზუივაროში" სატურნირო ცხრილში უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა და 7 აპრილს, შემდეგ ტურში სტუმრად "ჰონვედს" ხვდება, იქამდე კი 4 აპრილს თასის განმეორებით 1/8-ფინალურ
მატჩში "ბეკესშაბას" ეთამაშება, რომელსაც სახლში 5:0 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული