ნიკა სანდოხაძის "ზირკასთან" თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურში ოდესის "ჩერნომორეცთან" მატჩის 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო ლვოვის "კარპატის" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ და შეცვალეს.

ორშაბათს "კარპატი" "ზირკას" მასპინძლობს და ამ შეხვედრაში ნიკამ შეიძლება მონაწილეობა ვერ მიიღოს, რადგან ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული