"გენტის" სპორტული დირექტორი: ყველაფერი ფული არაა და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან დარჩება

AutoSharing Option
ბელგიურმა საიტმა Voetbalprimeur.be-მ "გენტის" მენეჯერისა და ტექნიკური დირექტორის, მიხაელ ლუვაგის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.

"გენტს" შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძე 2 წლით შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ის მომავალ სეზონშიც ჩვენს რიგებში დარჩება.

ჩვენ ჩემპიონობისთვის გვსურს ბრძოლა და არ შეიძლება ყოველ წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშეები გაუშვა".

ლუვაგს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა, როდესაც მაგალითად, ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "ანდერლეხტის" მფლობელი მარკ კოუკე 12 მილიონ ევროს შესთავაზებდა.

"უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ფული არაა
და გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს არ დატოვებს. ის მხოლოდ 18 წლისაა და ჩვენ მისი კარიერის გეგმა უნდა დავსახოთ.

ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე "გენტში" კიდევ 2 წელი უნდა დარჩეს და როდესაც 20 წლის გახდება, მაშინ შეუძლია წავიდეს", - აღნიშნა ლუვაგმა.

▶ Buffalo TV-მ გიორგი ჩაკვეტაძეს ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძეს დინამოში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი მაინც უნდა ეთამაშა და მერე წასულიყო, ჯერ სულ მთლად ბავშვი იყო ....
დათო რუსთავიდან
11 აპრილი 2018 23:32
2
ყოველ დღე უჯდება 40-50K? თუ ყოველ თვე?? ყოველ თვეც არ დაუჯდება მაგდენი. 2 სიტყვას ამბობთ სულ სიუჟეტში და მნიშვნელოვანი სიტყვები მაინც თქვით გარკვევით.
odala
11 აპრილი 2018 07:19
0
ფიფია კითხულობს და ფრჩხილებს იკვნეტს . . . მაგ ფულიდან ნახევარი ფიფიასია . . . დინამო არა ტოლმა . . . ფიფიას უნდა ფულები !
მესი
10 აპრილი 2018 17:58
0
ფიფიამ თვითონ აღიარა რომ ფულის პრობლემა აქვს, მაგრამ ასეთ ირონიულ ტექტს არ იმსახურებს. რა ქნას? ტყუილ უბრალოდ ხარჯოს ფული? მოიწვიოს ლეგიონერები, გადაყაროს ფული და შედეგი იგივე? ჯობია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა გაუშვან ევროპაში. ჩაკვეტაძეზე ნაშოვნი ფულით კიდევ ბევრი გაიზრდება. ცოტა მშობლებმაც იზრუნონ შვილებზე, რათა ივარჯიშონ და იშრომონ. ზოგი ივარგებს, ზოგი წავა ურალში. სხვათაშორის დანიამ ასე გააკეთა გასული საკუნის 70-ან 80-ან წლებში. მისი მოთამაშეების უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნებში თამაშობდა, სიმონსენი კი საერთოდ ევროპის საუკეთესო გახდა. შემდეგ ნაკრებმა ლეგიონერებით ევროპაც მოიგეს. და ბოლოს შიგა ჩემპიც რაღაცას დაამსგავსეს. ასე რომ ჯობია ფული ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაში იშოვონ და არა მატჩების ჩაწყობაში.
haha
11 აპრილი 2018 13:29
0
ფიფიამ გააკეთა აკადემია და კარგ გუნდებშიც გაუშვა ფეხბურთელები თუ სხვეიც წავლენ და ესეთ გუნდებში ითამაშებენ ნაკრებისთვის ძალიან კარგი იქნება.
გიორგი
10 აპრილი 2018 18:59
1
გენტს ძალიან კარგი შანში აქვს ჩემპიონობის და ლიგაზე გასვლის.
ჩაკვეტაძე თამაშობს აშკრად ჩანს მისი პროგრესი უმატებს და დროთაგანმავლობაში უფრო დაღვინდება.
მომავალ წელს თუ ლიგაზე ითამაშებს ძალიან კარგი შანსი ექნება ტოპ გუნდში გადასვლის და გენტიც გაუშვებს თუ ექნება კარგი შემოთავაზება.
მისთვისაც უკეთესი იქნება უფრო კარგი პირობებით გამოცდილებით და ჩემპიონის ან ვიცე ჩემპიონის სტატუსით წასვა მაღალი დონის კლუბში.
გიორგი
10 აპრილი 2018 17:26
4
ნეტავ ფიფია კითხულობს?
სოსო
10 აპრილი 2018 15:56
0
ასე იძახდა წლების წინ სიტის პრეზიდენტი არ იყიდება ქინქლაძეო და მერე თავადავ გკოტრტა, თავი დაიღუპა და ქინქლაძეც დაღუპა, იმედია იგივეს არ იზამს ეს ბეყეირათიც.
mmm
10 აპრილი 2018 15:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული