21:49 14-04-2018
დავით ხოჭოლავას შეცდომა "შახტარს" ძვირად დაუჯდა [VIDEO]
AutoSharing Option
ეს მარტო ტურის კი არა მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა იყო, რომელსაც ხარკოვში, სადაც "მეშახტეები" ატარებენ საშინაო მატჩებს, 26 679 მაყურებელი დაესწრო.
პირველ ტაიმში სტუმრები ფლობდნენ ინიციატივას და გოლი ქართველი მცველის დავით ხოჭოლავას მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გაიტანეს. მან საჯარიმოს წინ არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთს ვოლოდიმირ შეპელევი დაეუფლა და 15 მეტრიდან მიუჩინა ადგილი ანდრეი პიატოვის კარის ბადეში.
შესვენების შემდეგ დონბასური გუნდი ბევრს უტევდა, მაგრამ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.
უკრაინულმა სპორტულმა პორტალმა sportarena-მ დავითის თამაში ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი ბალით - 4.5-ით შეაფასა. არადა, უკლებლივ ყველა სპორტულმა გამოცემამ ხოჭოლავა წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. რას იზამ, ხდება ხოლმე და შეცდომისგან არავინ არაა დაზღვეული.
"შახტარი" "დინამოს" ახლა მხოლოდ 3 ქულით უსწრებს და 21 აპრილს ქართველების "ვორსკლას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საოცრებებს წერთ, ხალხო.. უშეცდომო ვინაა? ამაზე კარგ მცველებსაც მოსდით საზიზღარი შეცდომები. მანამდე რამდენიმე პენალტი რომ არ დანიშნეს შახტარის კარში, ეს ვერ შენიშნეთ? თავდამსხმელებმა 100%-იანი მომენტები რომ მაზეს, ესეც ხოჭოლავა იყო? მცველისა და მეკარის შეცდომა მეტად ჩანს ხოლმე, იმიტომაა, აქცენტები რომ კეთდება მათზე. თავისი განცდა ეყოფა ამ კაცს. უპასუხისმგებლო მიდგომა არ აქვს საქმისადმი და ნუ ჩაწიხლავთ.
14
0
უშეცდომო არავინაა,მათ შორის არც დათა.დათა კი არა ბევრად დიდი მცველები უშვებენ მსგავს და უფრო დიდ შეცდომებს.ასე რომ მიაწექი დათა,მთელ საქართველოს გვეიმედება შენი.
13
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული