მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შეცვლაზე მას შემდეგ შეუშვა, როდესაც 68-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. გიორგიმ 89-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან მიმდინარე გათამაშების 21 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი..
"სარაგოსა" 55 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 აპრილს "ალმერიას" მასპინძლობს. თუ არაგონულმა გუნდმა ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა, პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.