ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილმა "რაიო ვალეკანოს" კარში 89-ე წუთზე გაიტანა, "სარაგოსა" კი სტუმრად 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 55 ქულით მე-7 ადგილზეა. ეს 22 წლის ქართველი შემტევის მესამე გოლია ჩემპიონატში.
გიორგი აბურჯანიას (74-ე წუთზე შევიდა) "სევილია ატლეტიკო" შინ
ოთარ კაკაბაძის (90 წთ) "ხიმნასტიკი" სტუმრად "ოვიედოსთან" დამარცხდა და 42 ქულით მე-16 ადგილზეა.
იტალია. სერია C. ირაკლი შეყილაძის "ლუკეზემ" სტუმრად "ჯანა ერმინიო" 2:0 დაამარცხა. შეყილაძე 63-ე წუთზე გამოვიდა, ის გააფრთხილეს.
ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესმა" როტერდამის "სპარტა" ანგარიშით 7:0 გაანადგურა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. კაშია ჩემპიონატში მატჩების რაოდენობით "ვიტესის" ლეგენდა თეო იანსენს გაუტოლდა, ერთიც და კლუბის რეკორდი ერთპიროვნულად ქართველის იქნება.
ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ლიეჟში "სტანდარდთან" 0:1 დამარცხდა. გიორგიმ მეორე ტაიმი ითამაშა. მან ყვითელი ბარათი მიიღო.
პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუ" შინ გავარდნის პირას მყოფ "უნიაო მადეირასთან" დამარცხდა - 1:3. ავთო მოედანზე 27-ე წუთზე შევიდა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა კაჭარავას (არ უთამაშია) "კორონამ" სტუმრად "ლეხს" 1:0 მოუგო. ქართველ ფორვარდს კუნთი აქვს გაჭიმული.
ლუკა ზარანდიას (90 წთ) "არკამ" შინ "ლეხიასთან" 1:2 დათმო.
ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონმა" 2:0 მოუგო ნიკა კვანტალიანის (არ უთამაშია) "ტერმალიცას".
შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილია ვერ თამაშობს და მისმა "ლუცერნმა" ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, შინ "სიონთან" 0:1 წააგო. "ლუცერნი" 40 ქულით მე-4 ადგილზეა.
დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის "რანდერსი" გავარდნის საშიშროების წინაშეა - ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა გუნდმა სტუმრად "ოდენსესთან" 0:3 დათმო. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" სტუმრად "ოსტერსუნდსთან" დამარცხდა - 1:2. ქართველი ახალწვეული მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.
ავსტრია. ბუნდესლიგა. ვენის დერბიში, "აუსტრიასა" და "რაპიდს" შორის, გიორგი ქვილითაია 72-ე წუთზე გამოვიდა და ერთ წუთში დასწრებაზე იყოჩაღა და სტუმართა მე-4 გოლი გაიტანა, "რაპიდმა" 4:0 იმარჯვა. ქართველი ფორვარდის გუნდი 52 ქულით მე-3 ადგილზეა. ქვილითაიამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია მის შარშანდელ შედეგზე.
ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძის (სათადარიგო) "სლოვაცკომ" შინ 1:0 მოუგო "ბრნოს".
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. გიორგი ბერიძის (57-ე წუთზე გამოვიდა) "ტრენჩინმა" სტუმრად "სლოვანს" აჯობა - 3:1.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავამ" "რუჟომბეროკს" 1:0 მოუგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა საგოლე პასით გამოიჩინა თავი. "ტრნავა" 60 ქულით პირველ ადგილზეა, "ტრენჩინი" 42 ქულით მე-5 ადგილზეა.
უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროშმა" 2:1 მოუგო "დიოშდიორს". ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია, ირაკლი მაისურაძე 56-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესიმ" "პარტიზანი" 4:0 გაანადგურა. 28-ე წუთზე მასპინძელთა მეორე გოლი ძარიამ გაიტანა.
რუსეთი. პრემიერლიგა. მას მერე, რაც "დინამოს" მოსკოვური დერბი სტუმრად 4:0 მოუგო, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" 25 თამაშიდან 55 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. საბამ შეუცვლელად ითამაშა და დერბიში "ჩემპიონატისგან" 10-ბალიანი სისტემით 7 დაიმსახურა.
ერთ-ერთი აუტსაიდერის, "ანჟის" ძირითადს დაუბრუნდა მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც სტუმრად "ზენიტთან" ერთი გოლი გაუშვა - 0:1. ლორიამ "ჩემპიონატისგან" 7 ბალი მიიღო.
ძალზე მნიშვნელოვან მატჩში დამარცხდა ჯანო ანანიძის "სპარტაკი" და საჩემპიონო რბოლაში "ლოკომოტივი" 5 ქულით გაუშვა წინ (თან მეტი თამაში აქვს ჩატარებული). ჯანო უკვე მოსკოვშია, თუმცა გამოჯანმრთელებამდე ძალიან ბევრი უკლია.
ჯიმი ტაბიძის (90 წთ) "უფა" ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. ქართველმა მცველმა "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი დაიმსახურა.
გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) სკა სტუმრად "როსტოვთან" 0:2 დამარცხდა.
უკრაინა. პრემიერლიგა. 21-წლამდელთა ჩემპიონატში "შახტარმა" "დინამოს" 1:0 მოუგო. "შახტარს" დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული გიორგი არაბიძე, რომელიც 85-ე წუთზე გამოჩნდა. კიეველთა რიგებში გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა.
ელიტაში კი იმავე ანგარიშით "დინამომ" მოიგო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროდ, გოლის მომენტში სწორედ ჩვენი თანამემამულე შეცდა უხეშად.
ქართველთა "ვორსკლამ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "ზორია". ანდრო გიორგაძემ და სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშეს. "ვორსკლა" 44 ქულით მე-3 ადგილზეა. ტრავმირებული ნიკა სანდოხაძის "კარპატიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "სტალს".
ბელორუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ "დნეპრს" დაუზავდა - 0:0.
ლატვია. ვირშლიგა. ქართველთა "რიგასმა" "იელგავას" 3:0 მოუგო. ლაშა შერგელაშვილმა და ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშეს.
ესტონეთი. პრემიუმლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" სტუმრად "ლევადიასთან" 1:2 დამარცხდა. "ფლორა" მესამე ადგილზეა. ამ მატჩში ქართველმა პენალტით გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და გოლის გარდა, თავი ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. V ტურში ჯაბა ჯიღაურის "ორდაბასი" სტუმრად "აკჟაიკთან" 1:4 განადგურდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 88-ე წუთზე გამოვიდა. "ორდაბასის" აქამდე ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული.
ქართული დაპირისპირების მომსწრენი გავხდით "ყიზილ-ჟარისა" და "ჟეტისუს" მატჩში (1:0). მასპინძელთა რიგებში 69-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად გიორგი ფოფხაძე გამოვიდა, ხოლო გოგიტა გოგუას არ უთამაშია. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ. "ჟეტისუს" მხოლოდ 4 ქულა აქვს, "ყიზილ-ჟარმა" კი ჩემპიონატში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.
ქართველთა კიდევ ერთმა გუნდმა მოიგო - ჯაბა კანკავასა (90 წთ) და ნიკა კვეკვესკირის (ტრავმა) "ტობოლმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "აქტობე". "ტობოლი" 12 ქულით მე-2 ადგილზეა.
აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" შინ "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:2 ითამაშა. ვაკო სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე გამოცვალეს.