ბაჩანა არაბულმა "დოჟას" გოლი გაუტანა და "ბალმაზუივაროშს" ფინალში გასვლის შანსი აქვს

AutoSharing Option
უნგრეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ქართველების "ბალმაზუივაროში" ბუდაპეშტში" 1:2 დამარცხდა "დოჟა უიპეშტთან".

სტუმრები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 85-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და ახლა მის გუნდს ფინალში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, ლაშა შინდაგორიძეს კი არ უთამაშია.

განმეორებითი შეხვედრა 9 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული