ჯაბა ჯიღაურმა ყაზახეთში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის თასის 1/8 ფინალში ქართველი ნახევარმცველის ჯამბულ (ჯაბა) ჯიღაურის შიმკენტის "ორდაბასიმ" 6:0 გაანადგურა თანაქალაქელი, პირველი ლიგის "კირანი" და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯაბას იშვიათად უწევს ახალ გუნდში თამაში, ამჯერად კი მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 86-ე წუთზე შორიდან ლამაზი დარტყმით მეექვსე გოლი გაუტანა 30-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს.

მთლიანობაში ყველა მერვედფინალურ შეხვედრას 15 900 მაყურებელი დაესწრო და ყველაზე ცოტა გულშემატკივარი "კირანი" - "ორდაბასზე" მივიდა - 600.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული