"შენ გამო დიდების კედელი უნდა გავადიდოთ!" - გურამ კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა. ქართველმა არნემული კლუბის შემადგენლობაში 243 შეხვედრა ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია.

აქამდე ყველაზე მეტი (242) მატჩი "ვიტესის" მაისურით ტეო იანსენს ჰქონდა გამართული.

ჰოლანდიური კლუბის Facebook-გვერდმა ამ ფაქტს ვიდეო მიუძღვნა.

"ვიტესის" დირექტორმა იოოს დე ვიტმა კაშიას მიმართა:

"ბოლო 8 წლის განმავლობაში შენ უმნიშვნელოვანესი იყავი გუნდისთვის არა მხოლოდ კაპიტანი, არამედ - როგორც ადამიანი.

შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩვენი გუნდისთვის, სპონსორებისთვის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის.

იცი, რომ დიდების კედელი გვაქვს გუნდში და ვაპირებთ, ის უფრო
გავადიდოთ".

რაც შეეხება გურამ კაშიას, მან შემდეგი განაცხადა:

"უბრალოდ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ! 8 წელი დიდი დროა. მე ამ დროის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს გუნდის ხელმძღვანელობასთან და რა თქმა უნდა, მოთამაშეებთან ერთად.

ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიამაყო. ამის მიღწევაში თქვენ დამეხმარეთ, ამიტომ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, ამისთვის ბევრი ვიშრომე. რა თქმა უნდა, ზოგჯერ იყო რთული დღეები, ცუდი მატჩები, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", - აღნიშნა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ, გურამ, გილოცავ! მართაც რომ საამაყოა და სასიხარულო შენი წარმატება! შენ კარგი მაგალითი ხარ იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობა და თავდადება საქმისთვის.
giglia
20 აპრილი 2018 11:38
1
იმას თუ გულისხმობ რომ ერთად დადიან ფართებზე და დისკოტეკებზე არ ვიცი,თორემ მაგ გუნდს შეკრულის არაფერი ეტყობა,მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მაჩანჩალა ნაკრებია.
bmb-ს
20 აპრილი 2018 10:13
4
წარმატებები,წესიერი,მშრომელი ადამინი ხარ.ჰოლანდიაში დაგაფასეს და ძალიან კარგი.(აბა კოკროტაშვილი და ძმანი მისნისაქარტველოში ტაბურეტკებით დადევნებას აპირებდნენ).
simartle
20 აპრილი 2018 08:21
2
ასე მგონია, რომ დღეს თუ ჩვენი ნაკრები შეკრული და მეგობრული კოლექტივია, რაც გადამწყვეტია ყველა გუნდისთვის, კაშიას პიროვნებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მადლობა და წარმატებები გურამს.
bmb
19 აპრილი 2018 15:25
4
არაჩევეულებრივი ბიჭი, საამაყო ქვეყნის!!! ისე როგორი სიმპატიურია რომაელ გლადიატორს გავს!!! ანუ კინო ვარსკვლავსაც!! მიხარია რომ ჩვენი ხარ!!!!
წარმატებები!!
19 აპრილი 2018 14:41
3
კაშიას ოჯახის წევრი თუ არა მისი შორეული ნათესავი მაინც იქნები იმასთანა დითირამბები მიუძღვენი, ბოლოში ერთი ლექსიც რომ გაგეშვა საერთოდ დაგლიჯავდა.
levani
20 აპრილი 2018 14:44
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული