არ მინდა იქ დარჩენა, სადაც არ მენდობიან - თემურ ფარცვანიამ სიცრუის დეტექტორი გაიარა

AutoSharing Option
უკრაინული "ოლიმპიკის" ქართველმა მცველმა თემურ ფარცვანიამ გადაცემა Великий футбол-ში განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ფარცვანიამ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს "ჩერნომორეცთან" მატჩში მის მიმართ არაპატიოსანი თამაშის ეჭვების გამო.

"ოლიმპიკთან" კონტრაქტი გავწყვიტე. არ მინდა ყოფნა იქ, სადაც არ მენდობიან", - აღნიშნავს ფარცვანია.

შეგახსენებთ, რომ კლუბის პრეზიდენტმა ვლადისლავ გელზინმა თემურ ფარცვანიასა და ემერსონს არაპატიოსან თამაშსა და საეჭვო მატჩში მონაწილეობაში დასდო ბრალი, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რომან საჟარმა ორივე ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანა.

▶ "ოლიმპიკის" პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ თემურ ფარცვანია
გარიგებულ მატჩში მონაწილეობდა


"მთელი ცხოვრება პატიოსნად ვთამაშობდი. მზად ვარ, ჩემი ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი წარვადგინო, შეამოწმონ, თუ უნდათ. ყველაფრისთვის მზად ვარ", - თქვა ფარცვანიამ.

თავად "ოლიმპიკი" კი გუნდში არგამოცხადების გამო ფეხბურთელების დაჯარიმებას აპირებს.

ფარცვანია "ოლიმპიკში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა. სეზონის მეორე ნაწილში მან 7 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის "დესნაში" გამოდიოდა.

როგორც ემერსონი გადაცემის ინტერვიუში ამბობს, მას და ფარცვანიას შესთავაზეს, ეღიარებინათ ან სიცრუის დეტექტორი გაევლოთ.

"მოვიდა მესიჯი, რომ კლუბის პრეზიდენტს უნდა შევხვდე. მივედი და ვნახე, რომ ფარცვანია, დორონინი, ბელენკი და ხომუტოვიც იქ იყვნენ.

კაბინეტში შევედი და მითხრეს, აირჩიეო: ან აღიარე რამე, ან დეტექტორი გაიარეო. მე სიცრუის დეტექტორი ავირჩიე.

ეს ყველაფერი არაოფიციალურად იყო, ხელმოწერა არავის დაუსვია. დეტექტორი ორჯერ გავიარე, შემდეგ ხელმძღვანელობას შევხვდი, სადაც ულტიმატუმი წამიყენეს: ან აღიარებ, ან ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვებაო", - ამბობს ემერსონი.

"სხვა ბიჭებს ლამის გული წაუვიდათ, თუმცა მათ მიმართ კითხვები არ იყო. ჩემთვის უცნაური იყო, რატომ გამოგვიძახეს მხოლოდ ჩვენ ხუთი. ჯერ ემერსონმა გაიარა, შემდეგ მე. მე მითხრეს, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და კიდევ ერთხელ უნდა გავიარო, რადგან პულსის მაჩვენებელი მაღალი მქონდა. მე დავთანხმდი, ხოლო შედეგები არავის უჩვენებია.

მთელ ტურში ემერსონს მოგებული ორთაბრძოლების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მე კი ყველაზე მეტი ჩაჭრა მაქვს. როცა ეს ყველაფერი მორჩება, "ოლიმპიკმა" ბოდიში უნდა მოიხადოს", - თქვა ფარცვანიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული