
27 წლის მცველი თემურ ფარცვანია უკრაინის პრემიერლიგის "დესნაში" ჩაირიცხა.
ის კიევის "არსენალში" იმყოფებოდა სინჯებზე, მაგრამ საბოლოოდ "დესნასთან" გააფორმა კონტრაქტი.
მან შარშან უნგრეთის მე-2 ლიგის "კისვარდასთან" სამსეზონიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და უკრაინაში დაბრუნდა.
ფარცვანია ადრე კიევის "დინამოში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "ვოლინში" და "ოლიმპიკში" თამაშობდა.