"ოლიმპიკის" პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ თემურ ფარცვანია გარიგებულ მატჩში მონაწილეობდა

AutoSharing Option
"ოლიმპიკის" პრეზიდენტმა ვლადისლავ გელზინმა გუნდის ქართველ ფეხბურთელ თემურ ფარცვანიას საკმაოდ სერიოზული და მძიმე ბრალდება წაუყენა.

მისი თქმით, თემურ ფარცვანიასა და გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელ ვლადის-ემერსონ ილოი აიეტაზე გარიგებულ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე აქვთ ეჭვი.

რამდენიმე დღის წინ ტელეარხ Футбол 1-ზე გადაცემა Великий футбол-ის წამყვანებმა 7 აპრილს გამართულ "ჩერნომორეცსა" და "ოლიმპიკს" (3:1) შორის მატჩზე ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, შეხვედრა გარიგებული ყოფილიყო და კონკრეტულად ორი მცველი, თემურ ფარცვანია და ემერსონი გამოჰყვეს.

აი, 15 აპრილს "ოლექსანდრიასთან" (0:0) შეხვედრაში არც ერთი მათგანი განაცხადშიც კი არ
იყო.

კლუბის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მასაც აქვს მსგავსი ეჭვები.

"ვხედავთ, რასაც ლაპარაკობენ ჩვენზე. ვნახეთ, რა თქვეს ჩვენს მატჩზე "ჩერნომორეცთან". ამიტომ შესაბამის ორგანოებს მივმართეთ, რომ სიტუაციაში გაერკვნენ.

ექსპერტებისა და ჩვენი აზრით, ისინი ბოლომდე არ თამაშობდნენ. მოტივაცია არ ჰყოფნით? მაშინ დუბლში მოვუნახავთ მოტივაციას. რა ტურნირიც უნდა იყოს, არსებობს შენი ღირსება, კლუბის ღირსება, პრემიები, ბოლოს და ბოლოს. თუ მოტივაცია არ გაქვს, მაშინ ახალგაზრდულ გუნდში წადი.

შესაბამის ორგანოებს მივმართეთ, რომ სიტუაციაში გაერკვნენ და რომ "ოლიმპიკის" სახელს ჩირქი აღარ მოსცხონ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კლუბი არასწორია, აგერ არიან ფეხბურთელები - ინებეთ და შეამოწმეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ, კეთილსინდისიერად მოიქცნენ თუ არა. ახლა გარიგებული მატჩის მტკიცებულება არ გვაქვს.

ეს ეხება ყველა ფეხბურთელს, რომელიც ბოლო მატჩებში თამაშობდა, მაგრამ ფარცვანიას და ემერსონს ყველაზე მეტად".

აღსანიშნავია, რომ sportarena-სთან საუბარში გელზინი ემერსონის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ ხელფასი არ აუღია, შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ბოლო თვის ხელფასი ერთი კვირით არის დაგვიანებული. ეს სპეციალურად გავაკეთე, რომ ფეხბურთელებისთვის მოტივაცია მიმეცა იმ მატჩების მერე, რაც იყო. როცა ასეთი რამე ხდება, ხელი არ მიმიწევს ხელფასების გადასახდელად".

აქვე გეტყვით, რომ თემურ ფარცვანიას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს და ამისთვის ქართული პასპორტის აღებასაც გეგმავდა.

▶ თემურ ფარცვანია: საქართველოს ჰიმნი რომ გაისმა, ინსტინქტურად ავყევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული