ესპანური პრესა პაპუნაშვილზე: ადვილი არაა, ესპანეთში გადმოხვიდე იმ ჩემპიონატიდან, სადაც თამაშებს 200-300 ადამიანი ესწრება

AutoSharing Option
საიტმა Zaragoza.eldesmarque.com-მა გიორგი პაპუნაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

"გიორგი პაპუნაშვილი სასტარტო თერთმეტეულს დაუბრუნდა. მან აჩვენა, რომ ვითარდება და მზადაა, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

"ალმერიასთან" მის ასეთ კარგ ასპარეზობას ცოტა ელოდა. ის დაცვის და თავდასხმის ხაზებს ეფექტურად აკავშირებდა, ეხმარებოდა დაცვას და ბორხა იგლესიას და პოლომბოს პასებით ამარაგებდა.

პაპუ ზუსტად იმ მომენტში შევიდა ფორმაში, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

სეზონის მძიმე დასაწყისის შემდეგ ფეხბურთელს სურს, სათადარიგო სკამიდან ძირითადის მოთამაშედ იქცეს. მან ათას წუთში 4 გოლი გაიტანა და ეს ამ სეზონში "სარაგოსაში" მესამე შედეგია.

მან სასტარტოში მხოლოდ 9 თამაში დაიწყო. შედარებისთვის, ხორხე პოლომბომ მასზე ორჯერ მეტი ითამაშა და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

არაა ადვილი, საქართველოს უმაღლესი ლიგიდან, სადაც მატჩებს მხოლოდ 200-300 მაყურებელი ესწრება, სათამაშოდ ესპანეთში გადმოხვიდე. მით უმეტეს, თუ ესპანურად ერთი სიტყვის თქმაც არ შეგიძლია.

ნახტო გონსალესმა უკვე ახსნა სექტემბერში, რომ პაპუნაშვილს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდა. მან პირველად გუნდის საუზმეზე გაიღიმა, როდესაც პირველად წარმოთქვა ესპანური სიტყვები.

"ალმერიასთან" თამაშის შემდეგ ალბერტო ბენიტომ თქვა, რომ მას უკვე შეეძლო ესაუბრა პაპუნაშვილთან ესპანურად, ხოლო ხორხე პოლომბომ ინტერვიუში ახსენა, რომ ქართველს ახალ წელს ოჯახთან ერთად უმასპინძლა.

აშკარაა, რომ პაპუ ნელა, თუმცა მაინც პროგრესირებს. პაპუს პროგრესზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი თამაში ნაკრებში. მან ლიტვასთან პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში, ხოლო ესტონეთთან თამაშისას ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო", - ნათქვამია სტატიაში.

▶ პაპუნაშვილი VS ალმერია - ქართველი ნახევარმცველის მომენტები 36-ე ტურში [VIDEO]
▶ "სარაგოსა" პაპუნაშვილთან ერთად უკეთესია - ესპანური პრესა ქართველის კარგ თამაშს ეხმაურება


მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რა უნდა დაწერონ? ასეთი ჩემპიონატიდან გადმოსულს თამაში როგორ გაუჭირდაო?
Grigala
17:17 24-04-2018
0
კარგია პაპუნაშვილის პროგრესი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე რას ამბობენ არ გესმით?! ასეთი ჩემპიონატიდან გადმოსული ათასშოი ერთი თუ გაქაჩავსო!
geno
16:18 24-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული