სეგუნდა დივიზიონიდან ლა ლიგაში 3 გუნდი გადადის, პირველ-მეორეადგილოსანი პირდაპირ, ხოლო შემდეგი 4 გუნდი პლეი-ოფს თამაშობს, გამარჯვებული ლიდერებს უერთდება, 4 გუნდი კი ვარდება.
ლა ლიგაში დაწინაურება მხოლოდ ერთ ქართულ გუნდს შეუძლია, ეს გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსაა", რომელიც 6 ტურით ადრე მე-6 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა თეორიული შანსი აქვს, რომ პირველ-მეორე ადგილზე მოხვდეს.
გიორგი პაპუნაშვილმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადრე მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. ბოლო პერიოდში კი პაპუნაშვილისთვის მიცემულმა შანსმა გაამართლა და ქართველი შესანიშნავ ფორმაში შევიდა.
▶ პაპუნაშვილი VS ალმერია - ქართველი ნახევარმცველის მომენტები 36-ე ტურში [VIDEO]
რაც შეეხება ინფორმაციულ ნაწილს, სარაგოსაში 660 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "ლა რომერადაზე" თამაშობს, რომელიც 34 596 ადამიანს იტევს.
ძალიან კარგი სეზონი აქვს საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველ ოთო კაკაბაძეს. ის, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში "ხიმნასტიკს" დატოვებს. ქართველმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. ამავდროულად, 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
▶ ესპანური პრესა ოთარ კაკაბაძეზე: სავარაუდოა, რომ ზაფხულში ის უკეთეს გუნდში გადავა
"ხიმნასტიკი" ექვსი ტურით ადრე მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. მათ ორი პოზიცია და 4 ქულა აშორებთ "კორდობასთან".
ტარაგონაში 131 255 ადამიანი ცხოვრობს, კლუბი 14 591-იან "ნოუ ესტადზე" თამაშობს.
საკმაოდ რთულ ვითარებაშია გიორგი აბურჯანია "სევილია 2"-ში, რომელიც ბოლო ადგილზეა და სეგუნდა დივიზიონიდან გავარდება. კლუბს გადარჩენის პერსპექტივაც არ აქვს.
გიორგი აბურჯანიამ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამათგან 7 შეხვედრაში იყო ძირითადში. დიდი ალბათობით, აბურჯანიაც ამ ზაფხულს სხვა გუნდის გზას გაუყვება.
ესპანეთის მესამე ლიგიდან დაწინაურების პერსპექტივა არა აქვს ლადო მოხევიშვილის "ალკოიანოს". 21 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.