ესპანური პრესა ოთარ კაკაბაძეზე: სავარაუდოა, რომ ზაფხულში ის უკეთეს გუნდში გადავა

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა diaridetarragona.com-მა "ხიმნასტიკის" ქართველი მცველის, ოთარ კაკაბაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბარსელონა B-სთან ოთარ კაკაბაძემ შესანიშნავად იასპარეზა. მან გატანილი გოლის დროს მეკარე სახტად დატოვა, რადგან არავინ ელოდა, რომ ის მარცხენა ფეხით ასე ძლიერად დაარტყამდა.

საერთოდ, ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს და დიდ პროგრესს განიცდის. მას რამდენიმე კლუბმა უკვე დაადგა თვალი და სავარაუდოა, რომ ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავა.

საკუთარი თამაშით კაკაბაძემ ის კრიტიკოსები დაადუმა, რომლებსაც მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ და "ხიმნასტიკის" მენეჯმენტს ამ ქართველის ტრანსფერის გამო აკრიტიკებდნენ.

საქმე
ისაა, რომ ოთომ თავიდან კარგად ვერ დაიწყო. მას შანსი თავდაპირველად ოქტომბერში მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა და ამის გამო დანიურ "ესბიერგში" გაანათხოვრეს.

მას შემდეგ, რაც განათხოვრების შემდეგ ის გუნდს დაუბრუნდა, ოთოს სრულად ჰქონდა შეგნებული, რომ ეს მისი შანსი იყო. გუნდი ჯერარდ ვალენტინმა დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაკაბაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა.

მას კონკურენციას ჯერარდის ძმა, პოლი უწევს და მას ეს ბრძოლა არ წაუგია. მისი წვლილი შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კაკაბაძის ანგარიშზე უკვე სამი საგოლე პასი ფიქსირდება.

ოთო ჯერ 22 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მიხარია ამ ბიჭის პროგრესი და სანამ საქართველოში არ იქნება ღირსეული სიტუაცია ყველა მისნაირი ახალგაზრდა აქედან უნდა წავიდეს და დიახ პოლონეთის ჩეხეთისა და ესპანეთის მეორე დივიზიონებში ითამაშოს და ითამაშოს და არა ვინმეს სიძის და ნათლიის ნათქვამის გამო ძირითადში ვერ მოხვდეს
გიორგი
00:18 01-03-2018
0
ერთი სეზონი კიდევ უნდა გაჩერდეს ნასტიკში, რომ უფრო გაიხსნას და დაიხვეწოს. სხვა კლუბში გადასვლა ჯერჯერობით არ არის საჩქარო.
anti
00:07 01-03-2018
0

სიახლეები პოპულარული