ბელარუსმა მწვრთნელმა გიორგი ქანთარიას და საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
pressball.by-ს ცნობით, ბელარუსის ჩემპიონატის მე6 ტურში "ისლოჩის" და "ნემანის" მატჩისას და მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ შეურაცხყოფა მიაყენა სტუმართა გუნდის 21 წლის მცველს გიორგი ქანთარიას.

მან ჩათვალა, რომ გიორგი განზრახ იდაყვით ტრავმა მიაყენა მისი გუნდის ნახევარმცველს ალეკსანდრ ხოლოდინსკის, ქართველის საცემრად მოედანზე გაიწია და ფეხბურთელებმა გააშველეს, ხოლო პრეს-კონფერენციაზე ქანთარია და საქართველო შეურაცხყო.

შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი დამნაშავე არ იყო და ჟუკოვსკიმ ვიდეომიმართვით ბოდიში მოიხადა. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის მოუკრეფავში გადავიდა და ამისათვის ბოდიშის
მოხდა მოუწია.

ქანთარიამ კი განაცხადა, რომ ამაყია თავისი ქართველობით, უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი და ბელარუსსაც პატივს სცემს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჟუკოვსკია და შვანცკი, გამოექანოს ბელორუსიიდან და ზუგდიდში დასკდეს მთელ სამეგრელოს!
ვახო
15 მაისი 2018 14:24
1
ვერ გავიგე რა შუაშია თავზე დაჯდომა? ვიღაცა ბელარუსელი თუ შიზოფრენიკია და რასისტი ეს მაგის პრობლემაა.
Ramzo
09 მაისი 2018 15:51
0
რა შეურაწყოფა მიაყენა ის არ უნდა დაგეწერათ რა თქვა ესეთი
ქუთაისი
09 მაისი 2018 11:20
1
ზედმეტად დიდ ყურადღებას ხო არ აქცევთ ვიღაც ბელორუსის ნაბოდიალებს
Zura
09 მაისი 2018 10:44
0
ამხელა ვიდეო რა საჭირო იყო?!
jeje
09 მაისი 2018 10:25
0
ბოდიში მოუხდია და ზოგადად სანამ ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდან გავრბივართ ნუ გვიკვირს ვიღაცეები ზემოდან რომ გვიყურებენ.საკუთარ ქვეყანას მივხედოთ ჯობია.
პაატა
09 მაისი 2018 10:13
6
შენ რა იცი ლუკმაპურის საშოვნელადაა თუ რისთვისაა. არა ის ჯობია აბა გერმანიაში გადავიდეს მოიპაროს და იმით ჭამოს. ვაი თქვენს შეგნებას და პატრონს... საქართველოს რო ლანძღავს ყველა და არავის არ ვუყვარვართ ეს ახალი არაა მაგრამ ამ ბიჭთან რო შეცდა ბოდიში მოიხადა და ახლა დავაჯვათ თავზე))) ვირაცა ბელარუსი კი არა სხვადადხვა კუთხის შვილები ლანძღავენ ერთმანეთს იმერელი კახელს თბილისრლი მეგრელს ზხვისგან რაა გასაკვირი
Ika
09 მაისი 2018 15:55
0
ეგ რომ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში მომხდარიყო მაგ შიბაქს კარგა ხანი ტრიბუნებიდან მოუწევდა საკუთარი გუნდის ყურება.
!!!!!!!!!!!!!!
09 მაისი 2018 09:02
0
ვა, ეს ბატკას ბელარუსიაში როგორ მოხდა ...
Givi
09 მაისი 2018 07:58
0
ყველა ჩვენ გვაჯდება თავზე.
gio
09 მაისი 2018 01:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული