ეს მატჩი არაგონული გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლა ლიგის პლეი-ოფის 4 საგზურისთვის 7 გუნდი იბრძვის (პირველ და მეორე ადგილებზე გასულები ავტომატურად გადადიან პრიმერაზე) და ისინი სატურნირო ცხრილში მჭიდროდ არიან განლაგებულნი.
ასე მაგალითად, ამ თამაშამდე "კადისი" მე-8 პოზიციაზე იყო, მოგების შემდეგ კი აქამდე მე-4 ადგილზე მყოფ "სარაგოსას" გადაასწრო.
"კადისთან" მატჩში პაპუნაშვილი სათადარიგო იყო და მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ქულის გადარჩენა ესაჭიროებოდა, მწვრთნელმა შეცვლაზე არ შეუშვა.
"სარაგოსა" ჩემპიონატის
გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც აღსანიშნავია, რომ მას მწვრთნელი სისტემატურად არ აყენებს ძირითად შემადგენლობაში.