მიუხედავად იმისა, რომ ქართველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები ქართველის მიმართ აგრესიას ღიად გამოხატავდნენ.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებისას პირველ წრეში, პაპუნაშვილმა "კადისის" ფეხბურთელ ხოსე მარის მძიმე ტრავმა მიაყენა, რის გამოც იგი დღემდე ვერ თამაშობს.
"პაპუ, მკვლელი ხარ", - სკანდირებდნენ "კადისის" ქომაგები.
საქმე იმ ვითარებამდეც კი მივიდა, რომ ბოლოს სტადიონის დიქტორმა ფანებს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი სიმღერებისგან თავი შეეკავებინათ.