გიორგი ლორია ტრავმირებულია და შესაძლოა საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ქართველი მეკარე გიორგი ლორია კვლავ ტრავმირებულია.

32 წლის კარის დარაჯი 21 აპრილის შემდეგ უქმადაა. დაღესტნური გუნდის ოფიციალური საიტი წერს, რომ გიორგი კლუბს პლეი-ოფებში ვერ დაეხმარება, რომელიც დღესა და 20 მაისს გაიმართება.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, მოასწრებს თუ არა ლორია მომჯობინებას და სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრების დახმარებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული