"საბა ლობჟანიძემ, 18 მარტიდან მოყოლებული, უკვე 10 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლობჟანიძეს ბურთები სტაბილურად გააქვს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბამ "ოდენსესთან" მოგებულ (4:1) მატჩში მეტოქის კარი ბოლო წუთებზე აიღო და მას შემდეგ კარგი სერია წამოვიდა.
ამის შემდეგ ლობჟანიძემ ხუთ შეხვედრაში გაიტანა და აქედან ხუთივე მატჩი "რანდერსის" გამარჯვებით დასრულდა.
"პირველი 6 თვე ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ამის
ბედნიერი ვარ, რომ გოლები გამაქვს, მაგრამ უბედნიერესი უფრო იმით ვარ, რომ გუნდი იმარჯვებს", - აღნიშნავს ლობჟანიძე.
საბა ასევე ლიდერი იყო საქართველოში თამაშისას. მან ჩატარებულ ბოლო 21 თამაშში 16 გოლის გატანა მოახერხა", - ნათქვამია სტატიაში.
▶ სუპერსაბამ ისევ გაიტანა გოლი - ის "რანდერსის" გაჭირვების ტალკვესია [VIDEO]