
Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ქართველ ფორვარდს დაუკავშირდა.
ქვილითაიამ გვითხრა, რომ მან ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა და დღეს ოპერაციას გაიკეთებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას თვე-ნახევარი, მაქსიმუმ 2 თვე გაუცდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგისთვის სეზონი დასრულებულია და ის 1-ელ და 5 ივნისს, საქართველოს ნაკრებსაც ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.