დავით ხოჭოლავა კიევის "დინამოსთან" დაითარსა - ამჯერად ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევში 1:2 დამარცხდა ადგილობრივ "დინამოსთან" 1:2.

დონბასური გუნდი წინა ტურში გახდა ჩემპიონი, დღევანდელ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა უკრაინის ელ კლასიკოდ წოდებული ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ პრინციპულია.

მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სამწუხაროდ, 55-ე წუთზე გატანილი მისი ავტოგოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა - ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მან შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, 37-ე ტურში, "დინამოსთან" დავითის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გაუშვა
"შახტარმა" ერთადერთი გოლი და ის თამაში 0:1 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბიჭი მთავრობაში მოვა,ამას გრძნობს ჩემი ბებერი გული!
batu
11:06 20-05-2018
1
მშიერი უფრო კარგად გამოიყურებოდა ჩერნომორეცში
Barca
23:31 19-05-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული