23:05 20-05-2018
პაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]
AutoSharing Option
პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც 58-ე წუთზე შეცვალეს. "ლა როსალედაზე" შეკრებილი 23 827 მაყურებელი გიორგის ფეხზე წამოუდგა და მოედნიდან ოვაციებით გააცილა. მან ეს დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ის წინა ტურში "კადისთან" წაგებულ მატჩში (0:2) მწვრთნელმა არ ათამაშა.
გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირად სასტარტოში არ ათამაშებდნენ.
"სარაგოსა" 65 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, 27 მაისს "ვალიადოლიდს" მასპინძლობს და პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
თავიდან რატომღაც ვიფიქრე, რომ მხოლოდ საგოლე გადაცემა შეასრულა )) ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიახლე! პაპუ მშვენიერ ფორმაშია და ლა ლიგას იმსახურებს! ერთისულიმაქ გოლები ვნახო
15
0
ყოჩაღ პაპუ.. ლა ლიგაში თუ გადავიდნენ უფრო დაიხვეწება, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ჩვენი ბიჭები! პაპუ, საბა, ქვილითაია,ჩაკვეტაძე.. ძლივს ნათელი მომავალი გამოჩნდა!!
16
0
გვანახეთ გოლები რაა...
10
0
ფიფია რომ აგინებდით აქ რომ დაეტოვებინა პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, არაბული რა ხეირი?! ასეთი თამაშით თავსაც გამოადგებიან და ნაკრებსაც! არაბული ჯერ ნაკლებად მაგრამ ეგეც ფაფხურობს!
15
7
გგონია საქართველოს ჩემპიონატში განვითარდებოდნენ?! დღეს ჩვენთან მარტო დინამოა გუნდი! ყველგან დინამოში გაზრდილები თამაშობენ ბერვი დინამოა ერთი სახელით! სანამ კონკურენცია არ იქნება, მანამ აქ დარჩენას აზრი არ აქვს! თან ამისთვის აკადემიებია საჭირო ან ლეგიონერები, ოღონდ "იმენა" ლეგიონერები!
8
3
და საკლუბო ფეხბურთის და დინამოს ფანებს რააა? იქნებ ჩვენც გვინდა ყოველ წელს რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში თამაში და სანაკრებო ფეხბურთი მაგრა გვკიდია, რომელიც უკვე არსად აღარ აინტერესებთ იმიტომ, რომ ყოველკვირეული არ არის...
5
6
ბრავო ბრავო ბრავო
7
0
სტრიმი მითხარით კაცურად ამ მატჩის!
9
0
გეიპარსეთ ბიჭებო კისერი, ხო ხედავთ რა უქნა პაპუს. ჰა-ჰააა, არ ვარ ბოროტი
6
5
მგონი ამიხდა ოცნება, ლეგიონერი გვყავს ლა ლიგაში. მიდი პაპუ
14
0
ბრავო ძმისგულო,ბრავოოო!!!
10
0
ახლა ისე გვჭირდება ფორმაში მყოფი ფეხბურთელები როგორც არასდროს! წარმატებები!
17
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული