ეს ერთი და სხვა მრავალი - გიორგი ხარაიშვილმა "გეტებორგში" პირველი გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" გასვლაზე დაუზავდა "ელფსბორგს" (1:1) და სტუმართა გუნდიდან გოლი გიორგიმ გაიტანა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 16 895-იან სტადიონზე 11 895 გულშემატკივარი მივიდა."გეტებორგის" საიტმა ამ მატჩის წინ იუწყა, რომ 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონატზე პირველად ითამაშებდა ძირითად შემადგენლობაში და გაცემული ავანსი გაამართლა.

მან 63-ე წუთზე თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა, 79-ე წუთზე შეცვალეს, 90+5-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.

"გეტებორგი" 13 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა და 24 მაისს "იურგორდენს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გეტებორგი მაგარი გუნდი იყო ადრე და ეხლაც წარმატებებიი
virtoki
20:09 22-05-2018
0
კარგია კარგიაა, მიხარია რომ გაიტანა და აშკარად ეტყობა რომ კიდე უკეთ ათამაშდება
კარგად შეიძლება ამ ტრამპლინის გამოყენება
წარმატებები
Daviti
10:24 22-05-2018
0

სიახლეები პოპულარული