ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ქართველს კლოუნი უწოდა, რაზეც ხოჭოლავამ უპასუხა, რომ მზად იყო თუ არა, ეს სიტყვები მისთვის პირში ეთქვა.
ამ ყველაფერზე კი ფანმა უპასუხა, რომ მისი გაღიზიანება არ სურდა და "შახტარს" პატივს სცემდა.
"როცა გამაბრაზებ, ამაზე პასუხი უნდა აგო. მე "დინამოს" ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა ხდება მოედნის გარეთ. უფლება არ გაქვს, ჩემ მიმართ მსგავს სიტყვებს რომ იყენებ.
რამდენიც გინდა, უგულშემატკივრე შენს
გულშემატკივარი ამ სიტყვებმა არ შეაშინა და დაწერა: "პატარა ბიჭო, სკოლა მაინც გაქვს დამთავრებული? როცა გინდა, მაშინ დავილაპარაკოთ. თუ გინდა, თქვენს სასტუმროში მოვალ და ამ სიტყვებს პირში გეტყვი".
ამის შემდეგ ქართველმა შეხვედრის ადგილი და დრო დაუთქვა, რაზეც ფანი გაეხუმრა, რომ თანახმა იყო, ოღონდ შენი ბრაზილიური ბანდა არ წამოიყვანოო.
ყველაფერი კი ბოლოს შერიგებით დასრულდა. ხოჭოლავამ იმედი გამოთქვა, რომ მალე კიევის "დინამო" ფეხბურთელების დონითა და თამაშის ხარისხით "შახტარს" კონკურენციას გაუწევს.