"ნაპოლი" "კვარას" ვერ შეინარჩუნებს - ის ფიზიკურად და მენტალურად ჩიხში შევიდა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Cronache di Napoli-ს საფეხბურთო მიმომხილველმა მარჩელო ალმატურამ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„ფლორენციაში „ნაპოლიმ“ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ამის გაკეთება სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ყველას როდი შეუძლია. დარწმუნებული არ ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი მოთამაშის შეძენა სჭირდებათ, ვინაიდან ამან შეიძლება კონტეს შექმნილი ბალანსი დაარღვიოს. უფრო, ალბათ, ვინმეს საზღვარგარეთული კლუბიდან თუ დაიმატებენ. „ინტერი“ სერია A-ში საუკეთესოა, მაგრამ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი ძალიან მაღალია, თანაც რამდენიმე ტურნირზე გამოდის და არაა გამორიცხული, ხშირად ფიზიკური პრობლემები შეექმნათ.

კვარაცხელია? ფიზიკურად და მენტალურად
ჩიხში შევიდა. მე ვთვლი, რომ ის გუნდის რეალობისთვის უკვე შეუსაბამოა, რადგან მოედანზე ნაკლებად კონცენტრირებულია. კლუბმა ძალიან ცუდად გამოიყენა ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა და როგორც ჩანს, ვერ შეინარჩუნებს. არ მგონია კვირას „ნაპოლის“ „ვერონასთან“ დიდი სირთულეები შეექმნას. შესაძლოა, სასტარტოში ნერესი და „კვარა“ ისევ ერთად ვიხილოთ“.

altკასანო: სიგიჟეა - კონტე კვარაცხელიას არყოფნით გახარებულია

მკითხველის კომენტარები / 6 /
Aicxvtos ara iasa kide rasac tamashobs magat mainc jobia 2 tavit rari goli tuar gaitanada sagole gadacema ar gaaketa e.i cudad tamashobs ? kargitra am pexburts an saertod aruxurebt anda kide lavrentas rogorc acxobs ise atkmevinebs mag jurnalistebs da imas kitxulobt. Kvara aris top klasi midi miaweki kvara mase gaagedzele yvelaperi dalagdeba jima
Achi
01:04 09-01-2025
0
რატომ უნდა აიწყვიტოს ვერ ვხვდები? ნაპოლი არ არის საქართველოს ნაკრები სადაც ველოდებით რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და თავისი ქვეყნისთვის თავი დადოს! ნაპოლიში კი მაგ უმადურებში ფეხებს მოუფრთხილდეს და იმდენის ითამაშოს რამდენსაც უხდიან!!! ოსიმენზე გაბრაზებული ლავრენტა(მაგარი ჩაუტარა, ყოჩაღ ოსიმენს და მის აგენტს) ხვიჩაზე ყრილობს ჯავრს, პირველი კონტრაქტი ხომ შეირგო ("შ"ათლახმა) და კიდევ ძალაობს მეორედაც მიაღწიოს კაბალურ ხელშეკრულებას!!!
rigiti
22:54 08-01-2025
8

სიახლეები პოპულარული