გიორგი ხარაიშვილმა "იურგორდენთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი"  საკუთარ მოედანზე დამარცხდა "იურგორდენთან" 1:3.

ამ მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ეს გუნდები ტრადიციული მეტოქეები არიან და "ულევის" 18 800-იან სტადიონზე მატჩს 12 268 მაყურებელი დაესწრო.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე თავდამსხმელმა ტომას ჰისენმა მისი გადაცემით გოლი გაიტანა.

ხარაიშვილმა წინა ტურში "ელფსბორგს" გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

"გეტებორგი" 13 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა ( 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 27 მაისს სტუმრად "სუნდსვალს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული