მისი თქმით, 32 წლის ქართველმა კარის დარაჯმა კლუბთან ახალი, 1+1 კონტრაქტი გააფორმა.
"კრილია სოვეტოვმა" გასული სეზონი რუსეთის მეორე ლიგაში გაატარა, მაგრამ პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.
ლორია კი გასულ წელს სწორედ სამარული კლუბიდან იყო განათხოვრებული და მახაჭყალის "ანჟის" ღირსებას იცავდა, რომელიც პირიქით, მეორე ლიგაში დაქვეითდა.