გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვს" დაუბრუნდა. ამის შესახებ სამარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტიხნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 32 წლის ქართველმა კარის დარაჯმა კლუბთან ახალი, 1+1 კონტრაქტი გააფორმა.

"კრილია სოვეტოვმა" გასული სეზონი რუსეთის მეორე ლიგაში გაატარა, მაგრამ პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.

ლორია კი გასულ წელს სწორედ სამარული კლუბიდან იყო განათხოვრებული და მახაჭყალის "ანჟის" ღირსებას იცავდა, რომელიც პირიქით, მეორე ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია
შაკო
10:38 31-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული