პაპუნაშვილის "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში "ნუმანსიას" შეხვდება

AutoSharing Option
სეგუნდადივზიონის უკანასკნელ ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი, რომელიც უკვე გავარდნილი იყო ქვედა ლიგაში.

რადგან არაგონული გუნდი გასული იყო ლა ლიგას პლეი-ოფში, მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის პაპუნაშვილი გადამწყვეტი ბრძოლების წინ დაასვენა.

გაირკვა "სარაგოსას" მეტოქე პლეი-ოფში - "ნუმანსია". პირველ მატჩს გიორგის გუნდი 6 ივნისს სტუმრად ჩაატარებს 9 025-იან "ნუევო ესტადიო ლოს პაჯარიტოზე", ხოლო განმეორებითი შეხვედრა 10 ივნისს "ლა რომარედაზე" გაიმართება. თუ "სარაგოსამ" "ნუმანსიას" ბარიერი გადალახა, "ვალიადოლიდსა" და "სპორტინგს" შორის გამარჯვებულს 13 და
16 ივნისს ფინალში დაუპირისპირდება.

პაპუნაშვილმა ჩემპიონატის 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული