სად წავა ნიკა კაჭარავა? - ქართველ ფორვარდს რამდენიმე ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
სად გააგრძელებს კარიერას ნიკა კაჭარავა? რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფორვარდის გადასვლის საკითხი "ანორთოსისში" თითქმის გადაწყვეტილი იყო.

Sportall.ge ფეხბურთელის მამასა და "დინამო თბილისის" მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა და აღნიშნული საკითხის შესახებ დაეკითხა.

"ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ნიკას 30 ივნისამდე "კორონასთან" კონტრაქტი აკავშირებს.

ის დაფიქრდება და ამის შემდეგ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არის რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის "ანორთოსისიცაა".

მისი შენარჩუნება "კორონასაც" სურს. ასევე არის ავსტრიული ვარიანტიც. ვნახოთ, ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - აღნიშნა კაჭარავამ.

altპოლონური გამოცემა: ჯერ კიდევ უცნობია

დარჩება თუ არა კაჭარავა "კორონაში"

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაოცებული ვარ, რას გადაკვდით ამ არაფრის მაქნის ფეხბურთელებს, როცა ამდენი სახელოვანი სპოტსმენი გვყავს სპორტის სხვა სახეობებში და მათზე არაფერს ან თითქმის არაფერს წერთ.
zurab
12:03 06-06-2018
9
სად წავა ნიკა კაჭარავა?!!!!!!!!!!!!!!...სასაცილოა ეს სტატიები...რა მნიშვნელობა აქვს სად წავა და რომელი გუნდი გადაუხდის ხელფასს...ტალანტი გაეზრდება? თუ სისწრაფე მოემატება? ამ ბიჭის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, პირიქით ვგულშემატკივრობ კიდეც მარა აზრი არ ააქვს მარტო შემთხვევითი გოლები გააქვს...წარმატებას ვუსურვებ :)
0

სიახლეები პოპულარული