ლა ლიგას პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია "ნუმანსიასთან".
ამ შეხვედრას ბუნებრივია არაგონული კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა სეგუნდადივიოზიონის ბოლო ტურში გიორგი და კიდევ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.
მატჩს, რომელსაც 7 827 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა ალბერტო ზაპატერმა გიორგის მოპოვებული საჯარიმოთი გახსნა, მასპინძლებმა კი თამაშის განახლებისთანავე გაიტანეს საპასუხო გოლი.
პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მსაჯმა მასზე უხეშობისათვის 41-ე წუთზე ნაღდი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და ყვითელი ბარათი უჩვენა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.
განმეორებითი შეხვედრა სარაგოსაში 9 ივნისს ჩატარდება.
მეორე წყვილში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "სპორტინგი" შეხვდებიან.
00:19 07-06-2018
"სარაგოსამ" ლა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა, პაპუნაშვილს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
100% პენალი არ დაუდეს პაპუს :/
43
1
აშკარად საუკეთესოა პაპუ სარაგოსაში. წარმატებები პაპუს.
10
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული