
მას პოლონურ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და "ანორთოსისში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
კვიპროსულმა გუნდმა ნიკას ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში 2 ივლისიდან შევა.
კლუბი კაჭარავას წარმატებებს უსურვებს და გულშემატკივრებს შეახსენებს, რომ ის საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, 2016/2017 წლების სეზონში ახნას "ეთნიკოსის" ღირსებას იცავდა და 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა.