ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა, "სან ხოსე" კი ზედიზედ მე-4 მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ს MLS-ში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ". ქართველი ფეხბურთელის კლუბი "ლოს-ანჟელესთან" საკუთარ მოედანზე 3:4 დამარცხდა.

სასიხარულოა, რომ მატჩში ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც თავისი კლუბი მე-11 წუთზე დააწინაურა.

"სან ხოსე" აღნიშნულ მატჩში ორჯერ იგებდა, თუმცა 90-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი ბურთი გაუშვა.

ვაკოსთვის კი გატანილი ბურთი მიმდინარე ჩემპიონატში მესამე აღმოჩნდა.

"სან ხოსეს" 14 ტურის შემდეგ 2 მოგება, 3 ფრე და 9 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამათ მარტო კაშიაც არ ეყოფათ.დაცვაში ძალიან სუსტები ჩანან.
სოსო
16:19 10-06-2018
0
"ქართველი ფეხბურთელის კლუბი "ლოს-ანჟელესთან" საკუთარ მოედანზე 3:4 დამარცხდა."
ლოს-ანჟელესი ხალხო?!სირცხვილია...
თეთრი სული
12:28 10-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული