"რამდენადაც ვიცი, ზამთარში "ლესტერი" სერიოზულად იყო კვირკველიათი დაინტერესებული. ამ საკითხზე "ლესტერის" მწვრთნელს ეპლტონსაც ვესაუბრე. ამ გუნდის 4 ცენტრალური მცველიდან 3 კარგა ხანია 30 წელიწადს გადაცილებულია და მათი საუკეთესო პერიოდი ალბათ, უკანაა მოტოვებული. სავსებით შესაძლებელია, მათ სოლომონისადმი ინტერესი ისევ აქვთ.
ფული "ლესტერს" აქვს, მწვრთნელს ტრანსფერებისთვის სერიოზულ თანხებს დაპირდნენ. ამიტომ ჩემის აზით, ფინანსური საკითხი არ იქნება მთავარი. იმის გათვალისწინებით, რომ "ლესტერი" ფასი-ხარისხის შეფარდებით ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია,
მუსას შეძენის წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელთა მიმართ გარკვეული ჩამოუყალიბებლობა წარმოიშვა. ამიტომ, ამ მომენტში კვირკველიას ტრანსფერის ალბათობა 10%-ზე მეტი არაა".