"ანორთოსისს" ქართული შეტევა ეყოლება - კვიპროსს კიდევ ერთმა ქართველმა მიაშურა

AutoSharing Option
კვიპროსული პრესა იუწყება, რომ "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე ჩაირიცხა.

20 წლის შემტევი ბოლოს "რუსთავში" ირჯებოდა, რომლის რიგებშიც მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 4 გოლი გაიტანა.

მიქელთაძე გასულ სეზონში "დინამო თბილისის" წევრი იყო და საკუთარ ანგარიშზე 15 ბურთიც ჩაიწერა. ახალგაზრდა ფორვარდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისში" ზაფხულში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა გადავიდა.

altნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული