1) გურამ კაშია "ვიტესის" შემადგენლობაში 2010 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში საერთო ჯამში 293 თამაში ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
2) 2017/18 წლების სეზონში გურამ კაშია "ვიტესთან" ერთად ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
რაც შეეხება ერედივიზიონს, "ვიტესმა" 13 მოგება, 11 ფრე და 10 მარცხი მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიცია დაიკავა.
3) გურამ კაშია ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ნაკრების წევრ მეთ მაიზგასთან ერთად თამაშობდა "ვიტესში".
5) კაშია 2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის 2015 წლის აგვისტოში ერედივიზიონის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნიეს.
6) გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. "ჯვაროსანთა" ფორმით მან 64 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის ავტორიც გახდა.
7) გურამ კაშია "სან ხოსეს" ამჟამინდელ წევრ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად "ვიტესში" 2011-17 წლებში თამაშობდა.