ბექა მიქელთაძე: ამისთვის თემურ ქეცბაიას დიდ მადლობას გადავუხდი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ანორთოსისის" ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ კვიპროსულ კლუბში ჩარიცხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს თემურ ქეცბაიას გუნდია. ის კლუბის ნამდვილი ლეგენდაა და ყველა ქართველი ამ გუნდში გადმოსვლის შემდეგ შესანიშნავ გარემოში ხვდება.

ქეცბაია "ანორთოსისისთვის" დიდებული პიროვნებაა და მადლობა თემურს, რომ მის გამო აქ ქართველები უყვართ.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ მე ჩემი სახელიც დავტოვო", - აღნიშნა მიქელთამ კლუბის საიტთან მიცემულ კომენტარში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
პაატა
16:11 16-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული