გიორგი ქოჩორაშვილი: იყო ლაპარაკი, რომ შანსი "ჟირონას" პირველ გუნდშიც მომეცემოდა...

AutoSharing Option
18 წლის ქარველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ "ჟირონაში" ირიცხება. გასული სეზონი მან ესპანური კლუბის 19-წლამდელთა შემადგენლობაში გაატარა.

Sportall.ge დაინტერესდა თუ რას აპირებს ფეხბურთელი შემდეგ სეზონში და რა გეგმები აქვს მას.

ჩვენ ქოჩორაშვილს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"ივლისის დასაწყისამდე "ჟირონაში" შესვენება გვაქვს. უკვე მეორე გუნდში გადავედი და 1 თვის განმავლობაში მომიწია ვარჯიში. ოფიციალური თამაშის ჩატარების უფლება კი არ მქონდა.

რამდენიმე ვარჯიში პირველ გუნდთანაც ჩავატარე. ივნისს ბოლოს ჩემს აგენტს ველოდები, მოლაპარაკებებს აწამოებს "ჟირონასთან" ახალ კონტრაქტზე და ვნახოთ რა და როგორ იქნება.

პირველ
გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და ვნახოთ, მომეცემა თუ არა საშუალება მომზადება პირველ გუნდთან ერთად გავიარო.

იყო ლაპარაკი, რომ პირველ გუნდში წესით შანსი მომეცემოდა... 18 ივლისს მიეგმზავრებიან შეკრებაზე და ვნახოთ მეც წავალ თუ არა.

გასული სეზონი 19-წლამდელებში გავატარე. ძალიან ბევრი თამაში ჩავატარე და ბედნიერი ვარ. ადვილი არ არის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრო, თანაც ერთ პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი მაინც იბრძვის ადგილისთვის.

გასული წელი ძალიან წამადგა და ბევრი ახალი რამ შევიძინე. ვარჯიშის დროს ინტენსივობა ძალიან განსხვავებულია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს თავი გავართვი.

რა თქმა უნდა, "ჟირონასთვის" მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მათ დიდი ნდობა გამომიცხადეს! რა თქმა უნდა, ჩავარდნების გარეშე არავინ ცხოვრობს და როდესაც რთულ მომენტში თანადგომას გრძნობ, მაშინვე ძალას იკრებ.

ეხლა იწყება ყველაზე რთული ეტაპი და შევეცდები ყველაფერი გაორმაგებული ენერგიით გავაკეთო", - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ertaderti mizandasaxuli axalgazrdaa es bichi da male itamashebs gironashi da primerashi daimaxsovret .....
!!!!!!
14:58 16-06-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული