ჰოლანდიაში ქართველს უმღერიან და ლეგენდად თვლიან... - გურამ კაშიას 8-წლიანი კარიერა "ვიტესში" დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
8-წლიანი ერა დასრულებულია. გურამ კაშია არნემის "ვიტესს" დატოვებს და სათამაშოდ აშშ-ში გადაინაცვლებს.

ქართველი მცველი ჰოლანდიიდან ლეგენდად მიდის და კლუბის გულშემატკივრები ქართველის ღვაწლს არასდროს დაივიწყებენ.

მას შემდეგ, რაც კაშიას გუნდიდან წასვლის შესაძლო ხმები გავრცელდა, ჰოლანდიური პრესა მთლიანად ამ თემაზე გადაერთო.

საქართველოს ნაკრების მცველი "ვიტესის" ისტორიაში შევიდა. ქართველმა არნემული კლუბის შემადგენლობაში 243 შეხვედრა ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია.

აქამდე ყველაზე მეტი (242) მატჩი "ვიტესის" მაისურით ტეო იანსენს ჰქონ
და გამართული.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ამ შედეგს უდიდესი შრომის შედეგად მიაღწია. ის ამბობს, რომ ცუდად სძინავს და ღამეში 5-ჯერ ფეხის ტკივილი მაინც აღვიძებს.

"მატჩის შემდეგ ძალიან რთულია, ღამე დაიძინო... რაც უფრო ასაკში შედიხარ, ეს უფრო რთულდება. ძალიან ცუდად მძინავს, ღამეში 5-ჯერ მეღვიძება. ფეხები ისეთი დაღლილი გაქვს, რომ ტკივილი გაღვიძებს.

აღდგენით პერიოდს დღეში 5-6 საათი სჭირდება და ამ დროს უნდა იწვე. როგორც წესი, ადამიანებმა არ იციან, მოედანს მიღმა რა ხდება.

თუ პროფესიონალი ხარ, ისე უნდა შეძლო, რომ ყველა თამაში ჩაატარო", - ამბობს კაშია.

სეზონის დასრულების შემდეგ მაშინვე გავრცელდა ცნობა, რომ გურამი კლუბს დატოვებდა. ქართველი ამბობდა, რომ მას ახალი გამოწვევები სურდა და მისთვის ფული მნიშვნელოვანი არ იყო.

"აშშ-ში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილია? მე აშშ-ის ნამდვილი ფანი ვარ. ჰიპ-ჰოპი, NBA, სპორტი, კულტურა და მენტალიტეტი მათ დიდებული აქვთ.

ვინ იცის, შესაძლოა, ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავიც გამიხსნან (იცინის)", - ამბობს კაშია.

ქართველ მცველსა და "სან ხოსეს" შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც მალევე წარმატებით დასრულდა და ტრანსფერი გაოფიციალურდა.

აშშ-ის გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გამოცდილი და სულით ლიდერი სჭირდებოდათ, კაშია კი სწორედ ასეთი ფეხბურთელია.

ფაქტი ერთია, საქართველო არ არის განებივრებული უცხოეთში დაფასებული ფეხბურთელებით და მით უმეტეს, იმ სპორტსმენებით, რომლებსაც უცხო ქვეყანაში ლეგენდას უწოდებენ.

არნემში გურამის ბანერი აქვთ, გურამს სიმღერებს უძღვნიან და ის ფანების საყვარელი ფეხბურთელია.

კაშიას ცხოვრებაში კი ახალი ეტაპი იწყება. ახლა ის თავისი სახელის წარმოჩენას აშშ-ში შეეცდება და როგორც გურამი ამბობს, იქნებ ჰოლივუდის ვარსკვლავიც გახდეს...

ეს კი ვიდეო, რომელიც ნათლად დაგანახებთ, თუ როგორ უყვართ "ვიტესის" ფანებს კაშია.

alt"შენ გამო დიდების კედელი უნდა გავადიდოთ!" - გურამ კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან ცუდად მძინავს, ღამეში 5-ჯერ ფეხების ტკივილი მაღვიძებს

altგურამ კაშია: "ბარსელონადან" და "რეალიდან" არ დამკავშირებიან, მაგრამ...

altგურამ კაშია: შესაძლოა მოვიდა დრო, ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე

altგურამ კაშია "სან ხოსეში" გადავიდა

alt"სან ხოსეს" საიტი: 7 რამ, რაც გურამ კაშიას შესახებ უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 1 /
-ჯერ ჰოლანდიის და უმცირესობების ფანი იყო, ახლა-ამერიკის. ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
ozeki
18:53 17-06-2018
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული