
ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის "ფლორა" ისრაელის წარმომადგენელ "ჰაპოელ ბეერ-შევას" დაუპირისპირდება.
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავის" მეტოქე ბოსნიური "ზრინსკი" იქნება.
ირაკლი ძარიას ალბანური "კუკეში" ძალებს მალტის "ვალეტასთან" მოსინჯავს.
ყველა გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს.
პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს.
შეგახსენებთ, რომ წილისყრაში ქუთაისის "ტორპედოც" მონაწილეობდა, რომელიც ტირასპოლის "შერიფს" დაუპირისპირდება.
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია