"ვინ იფიქრებდა, რომ მას შემდეგ, რაც იტალიის სერია B-ში მჭედლიძეს ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და უფრო მეტიც, სათადარიგოთა შორის არ ყოფილა, ის "ემპოლიში" დარჩებოდა?
რას შეგვიძლია მივაწეროთ ყოველივე ეს? ტექნიკური თუ გულით გაკეთებული არჩევანი? ლევანი თავის ამჟამინდელი კლუბისთვის ყოველთვის შედეგიანი ფეხბურთელი იყო.
მან სერია A-ში თავის ბოლო სეზონში 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ "ემპოლი" მაინც გავარდა.
გასულ სეზონში სერია B-ში კლუბის ორმა ფორვარდმა, კაპუატომ და დონარუმამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კალჩოში წინ დამღლელი და გრძელი სეზონია, გამოცდილებისა და ფიზიკური სიძლიერის გათვალისწინებით, მჭედლიძეს კონკურენციის გაწევა ნამდვილად შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში.
მომავალ წელს სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი გვეყოლება - "ემპოლი" მჭედლიძეს კონტრაქტს სთავაზობს
თქვე მართლა რობოტებო! რა დაგვტანჯეთ ამ არ ვარ რობოტით. ისედაც ცოტა აკომენტარებს