ვაკო ყაზაიშვილმა სეზონში მე-5 გოლი გაიტანა, "სან ხოსემ" კი იბრაჰიმოვიჩის დუბლის მიუხედავად, "გელექსის" არ მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ს MLS-ის მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, რაც მიმდინარე სეზონში მისთვის მე-5 ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა.

"სან ხოსესა" და ლოს-ანჟელესის "გელექსის" შეხვედრაში 6 გოლი გავიდა და მატჩი საბოლოოდ ფრედ, 3:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გოლი 39-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი კლუბი 1:3 მარცხებოდა.

"გელექსის" შემადგენლობაში ითამაშა ლეგენდარულმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

17 ჩატარებული თამაშის შემდეგ "სან ხოსე" 12 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაადრევია ვაკოსთვის ამერიკის ლიგა. იმედს ვიტოვებ რომ ევროპის რომელიმე ჩემპიონატში კიდევ ითამაშებს.
მერაბი
08:49 02-07-2018
0
ძაან კლასნი გოლი შეაგდო
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული